სამართალდამცველებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შემთხვევა 27 ივლისს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს ჩხრეკისას 20 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.
აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლმადე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.