თბილისში 63 წლამდე მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა. მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს, 50 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
ქალს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. უწყებაში ამბობენ, რომ წარსულში ამ პირების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-19-109-ე მუხლისმე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.