შალვა რამიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
“კრავივით მდელოზე მოსვენებული მიშას ორი შნირი (ადეიშვილი და გვარამია) ბაასობს, რომ ციხის კადრები დადგმული იყოო. საკითხავი თურმე მხოლოდ ის ყოფილა რუსებმა ეს იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანის მეშვეობით გააკეთეს თუ უბრალოდ, ინფილტრაცია მოხდინეს სასჯელაღსრულებაშიო.
ანუ ესენი ისევ უტიფრად უარყოფენ, რომ ციხეებში (და არა მარტო იქ) ჩვენს ხალხს აწამებდნენ. მაინც იმას აწვებიან, რომ ეფესებემ გაგვიჩალიჩა ეს ყველაფერიო.
თქვე ნაბო…ებო! საკუთარი თავის გაპრავებით ხართ დაკავებული, არა?!
აი, რა მინდა გითხრათ: 2013-ში მედიის ხალხს შსს-ში გვაჩვენეს ე.წ. „კასრების კადრები“, სადაც ვინმე პირუტყვი კასტილიანი კაცებს აუპატიურებდა. ამაზე თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა და მისი ნაბ…რი პადელნიკები გასამართლდნენ უკვე. განაჩენი დადგა ამ საქმეზე.
ეს რაღა იყო? შეცდომა? დაუდევრობა? რუსების დადგმული?
ეს იყო თქვენი შექმნილი ნაცისტური სისტემა, რომელზეც იდგა ნაქები მიშას რეჟიმი.
აი, ამას არ გპატიობთ ხალხი. აი, ამის გამო გეუბნებიან მემილიონედ უარს! – წერს რამიშვილი და პოსტს ურთავს ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც ის ციხის კადრებზე საუბრობს.