RT-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს ციმბირში ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა, თუმცა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახმარების მიღებაზე უარს ამბობს და იმედს გამოთქვამს, რომ დაძაბული ურთიერთობა ქვეყნებს შორის გაუმჯობესდება.
პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ციმბირში, 2 მილიონზე მეტ ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას მრავალი თვითმფრინავი ცდილობს. ხანძარმა ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა, თუმცა საცხოვრებელი ადგილები არ დაუზიანებია.
პუტინის თქმით, დახმარება არ სჭირდება და საჭიროების შემთხვევაში შეთავაზებით ისარგებლებს.
ხანძრის ჩაქრობას 2 700 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. იაკუტიაში ცეცხლის ჩასაქრობ სამუშაოებში 800 მოქალაქეც ჩაერთო.
მაუწყებლის ინფორმაციით, სიცხე და კვამლი კი საჰაერო მიმოსვლას ხელს უშლის. პუტინმა ცეცხლის ჩასაქრობ სამუშაოებში ჩართვა ჯარისკაცებსაც უბრძანა.