შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ინგლისური ენის შედეგები გამოაქვეყნა.
ოზურგეთელმა აბიტურიენტმა, ლიხაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თათია სალუქვაძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი შედეგი აჩვენა _ მან მაქსიმალური 80 ქულიდან 80-ივე აიღო.
თათიას ასევე მაღალი ქულები აქვს უნარებშიც _ მაქსიმალური 80 ქულიდან, უნარების გამოცდაში 75 ქულა მოიპოვა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი, მაქსიმალური 70 ქულიდან 56 ქულა აიღო.
როგორც გავარკვიეთ, თათიას, რომელიც ინგლისურ ენაში 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა, მათემატიკის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება:
“ჯავახიშვილში მინდა მათემატიკის ფაკულტეტზე. მაღალი შედეგისთვის ვიბრძოდი, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ მაქსიმალურს მივიღებდი”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას თათია სალუქვაძემ.
ამავე თემაზე: გაიცანით ოზურგეთელი აბიტურიენტი, რომელმაც ქართულში, ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო შედეგი დადო
უნარების შედეგები ცნობილია _ ვინ მიიღო ჩოხატაურში ყველაზე მაღალი ქულა
ქართულის გამოცდის შედეგები _ ვინ აიღო ჩოხატაურში ყველაზე მაღალი ქულა