აპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეო რგოლს აქვეყნებს. ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე არის ძირითადი აქცენტი _ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე.
ვიდეო რგოლში ნათქვამია რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275 პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება.
ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეო რგოლია.
საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.
(R)