გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდის შედეგები უკვე გამოაქვეყნა.
ლანჩხუთში, უნარების გამოცდაში ყველაზე კარგი შედეგი სოფელ ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მირიან მიქელაძემ აჩვენა. მან, მაქსიმალური 80 ქულიდან 72 ქულა აიღო.
70 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ქეთევან იმნაძეს;
65-65 ქულა აქვთ #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს _ სალომე ჩიკაშუას და მარიანა მურვანიძეს.
ასევე, 65 ქულა მიიღო წყალწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თინათინ კვაჭაძემ.
65 ქულა აქვს ჩიბათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დიმიტრი პატარიას. 64 ქულა მიიღო ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ლომაძემ.
63 ქულა მიიღო #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ხუხუნაიშვილმა. ასევე, 62 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ზენაიშვილს .უნარების გამოცდაში 61 ქულა დაიმსახურა ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი გალოგრემ.
უცხო ენაში, ლანჩხუთში, ყველაზე მაღალი, 80-დან 79 ქულა მიიღო და ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დადო #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ხუხუნაიშვილმა.
78 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულ მარიამ ზენაიშვილს.
78 ქულა აქვს მარიამ ჯვართავას, რომელმაც ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა დაამთავრა; 76 ქულა მიიღო ჩიბათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიმიტრი პატარაიამ; 75 _ #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთევან იმნაძემ;
74-74 ქულა აქვთ მარიანა მურვანიძეს (#2 საჯარო სკოლა), ლაურა შაინიძეს (ნიგვზიანის საჯარო სკოლა), ლუკა ლომაძეს (ჩიბათის საჯარო სკოლა) და ირაკლი გალოგრეს (ლესის საჯარო სკოლა); 73-73 ქულა მიიღეს სალომე ჩიკაშუამ (#2 საჯარო სკოლა) და მაგდა ჭყონიამ (#1 საჯარო სკოლამ)
ქართულში, ყველაზე მაღალი, 70 დან 62 ქულა მიიღო ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლაურა შაინიძემ.
61-61 ქულა აქვთ მაგდა ჭყონიას (#1 საჯარო სკოლა) და ლიკა იმნაძეს (სასულეირო გიმნაზია); 59 ქულა აქვს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ჩიკაშუას; 58 სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულ ანრი კალანდაძეს; 57-57 ქულა მიიღეს მირიან მიქელაძემ (ლესის საჯარო სკოლა) დიმიტრი პატარაიამ (ჩიბათის საჯარო სკოლა) და მარიამ ჯვართავამ (ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა); 57 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ქეთევან იმნაძეს; 53 ქულა მიიღო ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ნატა ოდილავაძემ.