რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში _ დაიღუპა მშენებლობაზე მომუშავე მუშა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ის კერძო სახლის მშენებლობაზე მუშაობდა:
_ რამდენიმე დღეა, მშენებლობაზე მუშაობდა. ქობულეთიდან დადიოდა. დენმა დაარტყა სამუშაოების დროს და ადგილზევე დაიღუპა, _ გვითხრეს თვითმხილველებმა
გარდაცვლილი 50 წლის იყო.