ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თათია სალუქვაძემ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით მთელი საქართველო აალაპარაკა.
ინგლისურ ენაში _ უმაღლესი 80 ქულიდან აღებული 80 ქულის შემდეგ, თათიამ მათემატიკაშიც მაღალი ქულები მიიღო _ მაქსიმალური 59 ქულიდან თათიამ 57 ქულა დააგროვა.
მას მაღალი ქულების აქვს ზოგად უნარებშიც _ მაქსიმალური 80 ქულიდან თათიას ანგარიშზე 75 ქულაა.
თათია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას და მის მაღალ ქულებს თუ გავითვალისწინებთ, უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი 100_პროცენტიანი დაფინანსებაც მოვულოცოთ.