https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცოცხალი ისტორიები

13:08; 27.08.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

,,ეთნოგრაფია ეროვნული თვითშეგნების დედაბოძი, ქართველი ხალხის უთვალავ თაობათა მიერ შემუშავებული სიბრძნის, ზნეობრივი სიმდიდრის, მუხლჩაუხრელი შრომისა და გარჯის ცოცხალი მატიანეა, რომელიც ახალგაზრდებს უფაქიზებს ზნეობას, უღვიძებს წინაპართა მემკვიდრეობის დაფასების უნარს”, – წერდა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, დიდი მეცნიერი გიორგი ჩიტაია.

ცოტა ხნის წინ ეთნოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორის თამილა ცაგარეიშვილისაგან საჩუქრად მივიღე ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერები _ ,,ცოცხალი ისტორიები”, (ორი ტომი, საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გამოცემა) რომელიც მთლიანად გურიას ეძღვნება. წიგნის ავტორი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიტაიას ღირსეული მემკვიდრე, წლების განმავლობაში იკვლევდა გურიის ეთნოგრაფიას, აგროვებდა მასალებს და ,,ჭაღარა გურულებისაგან” იწერდა მოგონებებს. პროექტის ავტორსა და რედაქტორს ქალბატონ თამილას რომ დავესესხო – ,,ცოცხალი ისტორიები” პირველად და სისრულით ავსებს გურიის ეთნოგრაფიული ველის თეთრ ლაქებს… /ნაშრომი/ გურიის მშრომელი ხალხის ცოცხალი მატიანეა…” ნაშრომში აღწერილია ის მიღწევები და ცოდნა-გამოცდილება, რომელიც გურულებმა ქვეყნის სამეურნეო კულტურის განვითარებაში შეიტანეს და მეცნიერების მიერ ისტორიული კოლხეთის აგრიკულტურის გენეტიკურ მემკვიდრეობად რომ არის აღიარებული.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,ყურძნის კრეფაზე კაი ნადი იყო, ერთი ძირი ხე ვერ გავცალე ერთ დღეს, 47 გიდელი მოვკრიფე, დამრჩა მოუკრეფავი 3 გიდელი. დაბნელდა და ჩამევედი ძირს. გადაძახება იცოდენ ყურძნის კრეფაზე, ა გიდელა, თოხის ტარა, ღორმა ჭური მოგითხარა. გაპაექრება იციან ნადებმა ერთი მეორეზე. ზოგჯერ გაღმა-გამოღმა ნადი ერთმანეთს ეხუმრება, მღერის, გადიძახებს…” მთხრობელი ვარდენ ირაკლის ძე მორჩილაძე, 74 წლის, სამღვთო, ზემო ნატანები.

გურია ლამის ყოველთვის მარგინალურ მხარედ ითვლებოდა, თუმცა გამორჩეული თვისებებით შემკული გურულები ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით კი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ. მამაჩემი შალვა მახარაძე ხუმრობით იტყოდა ხოლმე: გურულები ან ჯანყდებოდენ და ომობდენ, ან რევოლუციონერობდენ, ან მთავრობაში ისხდენ, ან ამერიკაში ჯირითობდენ ან კიდევ ტყეში იყვენ ფირალებად გავარდნილებიო. და ეს სიმართლეს შეესაბამება: ამერიკასა და ევროპაში გასულმა გურულებმა პირველებმა გაჭრეს ფანჯარა დასავლეთში, ეს უძველესი დოკუმენტურად დასაბუთებული ამბავია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობის ისტორიაში; 900-იანი წლების დასაწყისში გურულებმა პირველებმა შექმნეს დამოუკიდებელი გურიის რესპუბლიკა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მონსტრს – რუსეთის იმპერიას; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ხომ ლამის მთლიანად გურულებით იყო დაკომპლექტებული. მათ უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარეს და არასრულ სამწელიწადში შვიდი ომი ჩაატარეს და ყველა მოიგეს! ამას კი ბევრი იმდროინდელი ძლიერი ქვეყანაც კი ვერ შეძლებდა…. არაფერს ვამბობ გურულების მიერ შეტანილ წვლილზე ჩვენს კულტურაში – ,,ქართულმა პოლიფონიამ განვითარების უმაღლეს დონეს გურულ ,,კრიმანჭულში” მიაღწია (იოდლი, რომელსაც საქართველოში `კრიმანჭული~ ეწოდება, საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მსმენია~ – ამბობდა იგორ სტრავინსკი -ი.მ.) – წერს ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი წიგნის მრავლისმომცველ და საინტერესო წინასიტყვაობაში, -ხოლო ჩასაბერმა მუსიკალურმა საკრავმა – უძველეს ექვსლულიან სოინარში”. გურულებმა ხალხურ სპორტშიც დიდი მემკვიდრეობა დატოვეს; რად ღირს თუნდაც ლელო ბურთი (,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი”, – შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმი ,,ლელოს შემობრუნება”, 1984 -ი.მ.). და ჭკუნობა, იგივე ბალახის ჰოკეი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაზე მწირი ცნობებია შემონახული. თედო სახოკიას თქმით, ,,მოგზაურებს ეს კუთხე საქართველოსი, როგორღაც ყოველთვის განზედა რჩებოდათ.” ქართული დემოგრაფიული ძეგლების ზოგადი შეფასებისას და ხალხის აღწერის დავთრების მნიშვნელობის კვლევისას ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ კუთხეთა მსგავსად, გურიის არც ერთი აღწერის დავთარი არ მოიპოვება. ნაშრომის ავტორის, ჯულიეტა რუხაძის სიტყვებით ,,გურიის მეცნიერულ შესწავლას ხანგრძლივი, მაგრამ მეტად ღარიბი ისტორია აქვს. ძველი მწერლების ცნობები გურიის შესახებ მეტად მცირეა.” ალბათ თედო სახოკიას, დიმიტრი ბაქრაძის, აპოლონ წულაძის, თ. მამალაძის შემდეგ გურიის შესახებ ასეთი მდიდარი, ერთად შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალა არ გამოქვეყნებულა.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,ღომს ვკრეფავდით დანით, ბრინჯს კონებათ ძირიანად ვჭრიდით. თუ ყველაყა არ იყო მწიფე თავებს მოვარჩევდით დანით. ჭვავს ვჭრიდით ძირში და შევკონავდით და თავზე ტუკს დავარტყამდით და გამოცვინდებოდა კაკალი. პირველათ რომ მოვკრეფავდით შესანახავ ღომს ნალიაში გავაწყობდით… ღომის ნალიეც მქონდა და სიმინდის ნალიეც…” მთხრობელი რომანოზ იასონის ძე ჩხარტიშვილი, 96 წლის, 25 ივლისი, 1981, სოფელი ნაურმევი, ჯუმათის თემი.
ქალბატონი ჯულიეტა აღნიშნავს, რომ გურია ყოველთვის გამორჩეული იყო მრავალდარგოვანი სამეურნეო კულტურით; მაგრამ მის მიერ შესწავლილი კულტურები, როგორიცაა ღომი, ბრინჯი, ურიში, ბამბა და სხვა წლების განმავლობაში, გამქრალა. ,,ის ძველი მამაპაპური მემკვიდრეობა, რომელიც ათასწლეულ ცოდნა-გამოცდილებას ემყარება, კი არ უნდა დავკარგოთ, მათგან საუკეთესო უნდა გავიზიაროთ და გამოვიყენოთ, დავუბრუნოთ გურიას…” – წერს ქალბატონი ჯულიეტა.
ნაშრომის წინასიტყვაობაში ქალბატონი თამილა წერს ,,…თანამედროვეობაში გურული კაცის გამორჩეულ თვისებად მხოლოდ მებრძოლი სული და ხალასი იუმორი აღნიშნება, მაგრამ ნაკლებად – შრომისმოყვარეობა და უნარიანობა. თუმცა სწორედ გურულმა მეურნემ შეძლო მცირემიწიან, მასიურად დაჭაობებულ მიწაზე, უმძიმესი სამიწათმოქმედო შრომის ფონზე მემინდვრეობის მრავალმხრივი განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის შექმნა…” არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. ამას გარდა, სხვა ქართველებისაგან განსხვავებით ,,გურულის თანდაყოლილი თვისებააPპატივმოყვარეობა, პიროვნული ღირსების მაღალი შეგრძნება, რაც მის ქცევებსა და და გარეგნულ ჩაცმულობაშიც გამოიხატება”. ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა აღნიშნავდა, რომ ,,საქართველოში…. ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.” (გაიხსენეთ დიუმას დ’არტანიანი – ნაღდი გურული). ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, – წერდა ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და მეფუტკრე აპოლონ წულაძე, – რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.”
ნაშრომში უამრავი საინტერესო, საყურადღებო და უცნობი მასალაა შეტანილი, მათ შორის რძის პროდუქტების დამზადება, მევენახეობა-მებაღეობა, მემინდვრეობა, ბაზრობები, რიტუალები, საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის ნაგებობანი და მრავალი სხვა.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,/ქალი/ რომ მოლოგინდებოდა მაშვინ ბადეს გადუუფარებდენ ლოგინზე კაია ბადე თვალს არ შუუშობს შით. ქალს არ შეეშინება აფერი დეერთვისო. ბაღანაიზა კაია ბადე. ბაღანას აკვანში რო ჩავაწვენთ ხოჭიჭებს ჩამოუკიდებთ ავი თვალიზა, ანგაროზსაც. მერე არაა არაა საშისი მავნესი. ქალს თვალის გულობიზა რკინეულს შამუუწყობენ ბალიშის ქვეშ, ლოგინის ქვეშ, ოთახის შემოსასვლელ კარებში ნაჯახს დავდობთ, თვალი ფეხს არ შემოუყვებაო”. მთხრობელი თეკლე ივანეს ასული ნიკოლაიშვილი-ცეცხლაძისა, 69 წლის, სოფელი ბახვი, 1947.
ჯულიეტა რუხაძის ნაშრომი ძვირფასი საჩუქარია ჩვენი ქვეყნის ეთნოგრაფიით დაინტერესებული ყოველი ქართველისთვის და განსაკუთრებით გურულებისათვის. საუკეთესო შეფასება, რასაც იმსახურებს ქალბატონი ჯულიეტა და ,,ცოცხალი ისტორიები”, ეს ლიხაურელი ვალოდია თოიძის სიტყვებია, რომელიც მან ავტორთან შეხვედრისას განაცხადა: ,,ეს ხომ ხალხის კულტურაა, რასაც თქვენ სწავლობთ, მაშ გაუმარჯოს ამ კულტურას და თქვენ! 
მაშ გაუმარჯოს გურიას და მის ყოველ გულშემატკივარს!!!

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ნიკა გვარამია: ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი _ ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო

ხართ თუ არა „საშიში ამრევი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო