https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სანდრო ჟორჟოლიანი და „დონორის დღე“

8:09; 16.09.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას იმ დროს მოღვაწე თანამემამულე ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.

ცნობილ ქართველ მსახიობს, სანდრო ჟორჟოლიანს სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული მისი კოლეგისა და ახლო მეგობრისგან – მიშა სარაულისგან. დღე ისე არ გავიდოდა, სარაულს ჟორჟოლიანისთვის რაიმე „შუტკა“ არ მოეწყო. ბატონი სანდრო ამაზე ძალიან ბრაზობდა და ებუტებოდა ხოლმე. თუმცა, მეგობრები მალევე რიგდებოდნენ და ერთმანეთს სულსაც კი მისცემდნენ, თუკი დასჭირდებოდათ. ბატონ სანდროს ერთხელ ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. მას სისხლი დასჭირდა და პირველი სწორედ სარაული მივიდა საავადმყოფოში და მეგობრისთვის სისხლი გაიღო. ამ ამბიდან ექვსი თვის შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობები დონორის დღეს სისხლის გადასხმის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ და სისხლს აბარებდნენ. სარაული და ჟორჟოლიანი ერთად შევიდნენ ექიმთან, რომელიც მათ სავალდებულო კითხვებს უსვამდა. ექიმმა სარაულს ჰკითხა:

– რაიმე დაავადება ხომ არ გჭირთო?

სარაულს ჟორჟოლიანისთვის მორიგი ფანდი ჰქონდა გამზადებული. ექიმი გვერდით გაიყვანა და უთხრა:

– შვიდი თვის წინ სიფილისი მქონდა. ვიმკურნალე, მოვირჩინე. ახლა სისხლი სუფთა და უსაფრთხო მაქვს.

ემოციური ექიმი კი, აღშფოთდა და ხმამაღლა, ჟორჟოლიანის გასაგონად, შერისხა სარაული:

 – შვიდი თვის წინ თუ სიფილისი გქონდათ, თქვენ სისხლს ვერ ჩავიბარებთ და ახლავე დატოვეთ კაბინეტიო.

სარაული „დამწუხრდა“. სანდრო ჟორჟოლიანმა კი ყურები ცქვიტა და როდესაც „გადახარშა“, რომ მის ძარღვებში სარაულის სიფილისიანი სისხლი ჩქეფდა, შიშისგან გული წაუვიდა…

ჟორჟოლიანი ძლივს მოასულიერეს და  მანამდე არ დაუჯერა მეგობარს, რომ ეს ყველაფერი მორიგი ოინი იყო, სანამ სარაულს სისხლი არ შეუმოწმეს და ბატონ  სანდროს არ უთხრეს, რომ მიშა სარაულს არაფერი სჭირდა.

 სახელოვანი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ასეთ კურიოზს იხსენებს:

„შერეკილები“ მქონდა ჩატანილი ირანში, კინოფესტივალზე. სურათის ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ირანის შაჰის მეუღლე – დედოფალიც ესწრებოდა და მასაც ძალიან მოეწონა ეს სურათი. პატივისცემის ნიშნად კი, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ – სადაც ვცხოვრობდი, – ფეშენებელურ რესტორანში „ულიმიტო სუფრით“ სარგებლობის უფლება მომანიჭეს, ანუ შემეძლო, უფასოდ მეჭამა, რაც მსურდა. ამიტომ, იმ დღეებში, რაც კი იქ გავატარე, ყოველ საღამოს ზღაპრულ სუფრას ვაშლევინებდი რესტორანში და ძალიან ბევრი ადამიანი ვაქეიფე. მოკლედ, ყოველდღე გემრიელი ვახშამი და კარგი მოლხენა გარანტირებული გვქონდა.

თუმცა, დადგა წამოსვლის დროც და მეორე დღეს რომ უკვე მოსკოვში მოვფრინავდი, საღამოს, ვახშმის შემდეგ, ნომერში ავედი. დასაძინებლად ვემზადებოდი და ამ დროს რესტორნის თანამშრომელი მოვიდა. მან გრძელი ფურცელი დამიტოვა და წავიდა. ფურცელს რომ დავხედე, ლამის გული გამისკდა – ზედ ნაირ-ნაირი კერძების დასახელება და მათი ფასები ეწერა. რომ დავიანგარიშე, რამდენიმე ათასი დოლარი გამოვიდა. ვიფიქრე: ესეც შენი ულიმიტო სუფრა-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ვახშმის ანგარიში იყო, ჯიბეში კი მხოლოდ 25 დოლარი მედო. ის ღამე ფიქრებში, თეთრად გავატარე. დილით კი რესტორნის თანამშრომელი ვიხმე და პირდაპირ ვუთხარი: ფული არ მაქვს და თქვენ რომ გუშინ ვახშმის ანგარიში ამომიტანეთ, ვერ გადავიხდი-მეთქი.

რესტორნის თანამშრომელმა კი მითხრა:

– ეს ანგარიში კი არა, იმ კერძების სიაა, რომლებიც კიდევ შეგიძლიათ, მიირთვათო.

ამ სიტყვებმა ისე გამახარა, რომ ჭამა-სმა აღარც კი მახსოვდა და მოსკოვში მშვიდობიანად დავბრუნდი.“

გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანი მოსკოვის „დიდ თეატრთან“ ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა გასტროლებზე. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მისმა ცეკვამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამერიკელ მაყურებელს განსაკუთრებით მისი სასწაულებრივი პირუეტები მოეწონა. მთელი ამერიკული პრესა წერდა: ჭაბუკიანი საბჭოთა ბიმონიაო. ბობ ბიმონი იმ პერიოდში სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი  გახლდათ. გაზეთების პუბლიკაციებიდან გამომდინარე, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყებ, ცნობილ ამერიკელ შოუმენს – ტედ ტერნერს დაებადა იდეა, რომ თავის შოუში ჭაბუკიანი და ბიმონი მიეწვია, შოუ მათზე დაედგა. მიწვევა ორივე მხარემ მიიღო და სტუდიაში, ჩაწერაზე მივიდნენ (მაშინ ტერნერი პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ არ დგამდა შოუებს – იწერდა, ამონტაჟებდა და ისე უშვებდა). შუა ჩაწერის დროს ტერნერმა ბატონ ვახტანგსა და ბობ ბიმონს ერთმანეთთან შეჯიბრება შესთავაზა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. ორივე დათანხმდა და ჰოი, სასწაული! უკვე ასაკში მყოფმა ჭაბუკიანმა მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენს ორი სანტიმეტრით აჯობა… ბიმონი უხერხულობაში ჩავარდა. ვახტანგ ჭაბუკიანთან მივიდა და ნახევარად ხუმრობით უთხრა:

– თუკი ტერნერს ამ ეპიზოდს ამოაჭრევინებთ და არავისთან იტყვით, რომ სიგრძეზე ხტომაში მომიგეთ, უახლეს „კადილაკს“ გაჩუქებო.

– თანახმა ვარ, – დაეთანხმა ბატონი ვახტანგი ბიმონს და ტერნერს დაჟინებით მოსთხოვა, ის ეპიზოდის ეთერში არ გაეშვა, სადაც მან ბიმონი ხტომაში დაჯაბნა.

მართლაც მეორე დღეს, ბიმონმა ვახტანგ ჭაბუკიანს შეპირებული „კადილაკის“ უახლესი მოდელი დაუყენა სასტუმროსთან.

„კადილაკის“ მიღება საბჭოთა მთავრობამ არ დაუშალა გენიალურ მოცეკვავეს. თუმცა, მანქანა საბჭოეთში არ ჩამოატანინეს. საბჭოთა საელჩოს ბალანსზე აიყვანეს და ამ ძვირფასი მანქანით საბჭოთა ელჩი დადიოდა.

ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი შემდეგ სახალისო ისტორიას იხსენებს:

„მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავწერე მოთხრობა „რაჟდენი“. ის ჩემი ნათესავი, ვაჟკაცი კაცი იყო და მძღოლად მუშაობდა. სულ რაღაც სამიოდე ფურცელი გამოვიდა. მე მე-13 სკოლაში ვსწავლობდი და იმ გზაზე ყოველდღე დადიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. გადავწყვიტე, მისთვის მეჩვენებინა ჩემი მოთხრობა. ერთ დღეს გავაჩერე და ვუთხარი:

– ბატონო კონსტანტინე, მოთხრობა დავწერე და მინდა, წაგაკითხოთ-მეთქი.

მან ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობაო?

შევბედე:

– ბატონო კონსტანტინე, იმსისქე წიგნებს წერთ და რა იქნება, რომ ჩემი სამგვერდიანი მოთხრობა წაიკითხოთ-მეთქი?

– კარგი. იქ, კოლხურ კოშკში მომიტანე, მხოლოდ, დააბეჭდინეო, – მითხრა და გზა განაგრძო.

მე დავბეჭდე მოთხრობა და ბატონ კონსტანტინეს მივუტანე კოლხურ კოშკში. გავიდა მრავალი წელი. ბატონი კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მოთხრობა „რაჟდენი“, ბოლოში ასეთი მინაწერით: ეს მოთხრობა დიდი მწერლის არქივში აღმოვაჩინეთ და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროსო…

აი, ასე კურიოზულად შედგა ჩემი სამწერლობო დებიუტი.“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025

სლავა მეტრეველი და “საზრიანი“ ბობიკა

კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო