გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ ღამის გათენება. ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება მეტაბოლურმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. უძილობის დროს ორგანიზმი ცდილობს გადარჩენას და იწყება შიმშილის გრძნობა. ძილის ნაკლებობა კი შიმშილს აძლიერებს.
ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანი მუდმივად ფხიზლობს, შიმშილის გრძნობა ეწყება და მოგვიანებით წონაში მძლავრად იმატებს. ეს მხოლოდ ჭამით არაა გამოწვეული, არამედ ნაკლები ენერგიის დახარჯვითაც. თან, ღამე რატომღაც უფრო ცხიმიან და კალორიულ საჭმელს ვეტანებით.
500 გრამი ცხიმი შეადგენს 3500 კალორიას. მის მიღებას კი ხელს უწყობს 9 დღის უძილობა.
ცუდი ძილი, ღამე ხშირად გამოღვიძება ხელს უწყობს აგრეთვე არტერიული წნევის აწევას, კარონალური არტერიების დაზიანებას, ნაღვლის გაღიზიანებას, თავის ტკივილს, სტრესს. ცუდი ძილი ზრდის დიაბეტის რისკსაც.