ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გადასცა.