ირანში სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა, ხოლო მსგავსი დანაშაულისთვის 2 პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 55 000 დოლარის გადახდა, რაც მათ მიიღეს, გარდა ამისა, 10 წლით პატიმრობა მიესაჯა ბრიტანეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულს.
REUTERS -ის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, გასაჩივრდება.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული შემთხვევები ირანის მიერ ივლისში 17 ჯაშუშის დაკავების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.