ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა კომიტეტის წევრებს საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემები გააცნო.
ლევან სურგულაძის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სქემას 900,688 უნიკალური მონაწილე ჰყავს. ფონდის ღირებულება კი ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია, ამას ემატება დარიცხული სარგებელი რომელიც 8,620,849 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო ფონდში 58,292 კომპანიაა ჩართული. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10,4113-ია. (R)