პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გოგოლესუბანის, შუა ამაღლების, ამაღლების და ზომლეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა.
მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება დაასახელა. სოფელ ზომლეთის მოსახლეობამ გაზიფიცირებისთვის სამუშაოების დაწყების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. სოფელ ამაღლებაში კი სტადიონის მოწყობა მოითხოვეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები – გია ვოლსკი, გია გაჩეჩილაძე, თემურ ჭკუასელი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(R)