ჩვილები არ ტირიან
სინამდვილეში ჩვილები ყვირიან, კვნესენ, მაგრამ არ ტირიან, რადგან მათ ცრემლები არ სდით. მათი სადინარები ჩაკეტილია
მშვენივრად გრძნობენ თავს წყალქვეშ
ამას ყვინთვის რეფლექსი ეწოდება, რომელიც 6 თვის ასაკისთვის ქრება. წყალში ჩაშვებისას მათ სასუნთქი გზები ეკეტებათ, ხელები იწყებენ ცურვისას დამახასიათებელ მოძრაობას.
ისინი ერთდროულად ყლაპავენ და შეისუნთქავენ
ახალშობილის ხორხი უფრო მაღლაა განლაგებული, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ყლაპვის დროს სასუნთქი გზების შესასვლელი არ იბლოკება. ამიტომ ყლაპვისას ჩვილებს თავისუფლად შეუძლიათ ისუნთქონ კიდეც.
მათ შეუძლიათ გამუდმებით ახველონ
მშვენივრად იძინებენ ხმაურის დროს
ჩვილებს სიცოცხლის პირველ დღეებში სულაც არ აწუხებს ხმაური, მათ მშვენივრად შეუძლიათ ტკბილად ეძინოთ მეზობლის რემონტის ხმაურის ქვეშ ან ხმამაღალი მუსიკის ფონზე.
მათ თავიანთი აქცენტიც კი აქვთ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილები ყვირიან ნაციონალური აქცენტით. ეს მათ დედის მუცელში ყოფნისას უყალიბდებათ, როცა მშობლების ხმა ესმით.
ჩვილებს შეუძლიათ ცოცვა
საკვირველია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს, თუკი მას დედის მუცელზე დავსვამთ, თავისით შეუძლია დედის ძუძუმდე მიცოცდეს. მეცნიერების აზრით, ჩვილი ვერ ხედავს მიზანს, მაგრამ რძის სუნის მიმართულებით მიცოცავს.
ჩვილები ძალიან მოქნილნი არიან
ჩვილების ჩონჩხი სამასამდე პატარა ძვლისგან შედგება, ასაკის მატებასთან ერთად ისინი ერთმანეთს შეეზრდება. სანამ ეს მოხდება ჩვილის სხეული არაჩვეულებრივად მოქნილია. ეს მას ეხმარება შობისას.
მათ თავისით ეცვლებათ თმები
თმა, რომლითაც ბავშვი იბადება, მალე სცვივა და მის ადგილას ახალი ამოდის. თანაც შეიძლება დაბადებით ქერათმიანი ბავშვი შავთმიანი გახდეს, ხუჭუჭას კი სწორი თმები გაეზარდოს.
ჩვილმა შეიძლება ძალიან მოიმატოს წონაში, მაგრამ სულ არ დაეტყოს
პირველ წელს ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება, წონაში შიძლება საჯერ მეტი გახდეს, მაგრამ სულ არ დაეტყობა, რადგან სიმაღლეშიც სწრაფად იზრდება.