თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რადგან თუ მხარს დაუჭერს, კონფლიქტში შევა თვითონ უკრაინელებთან.
“უკრაინაში არის საკმაოდ რთული ვითარება _ მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, უნდათ ეს ავტოკეფალია თუ არა.
კიევს და რუსეთს საერთო საეკლესიო ისტორია აქვთ. საკითხი არის ძალიან რთული და უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ უკრაინელები“, _ განაცხადა თეოლოგმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სასულიერო პირები, რომლებიც არ საუბრობენ, თუ რა ეტაპზეა საქართველოს საპატრიარქოში აღნიშნული საკითხის განხილვა, როგორც ეწინააღმდეგებიან, ასევე ემხრობიან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.