შეხვედრამდე სამოთხეში – ასე დაემშვიდობა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მეუფე პეტრე ცაავა მრევლს.
კითხვაზე თუ სად აპირებდა ის მოღვაწეობის გაგრძელებას, ცაავამ უპასუხა, რომ საქართველოში.
“ძალიან მიყვარს, ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ვინმეს გაიცნობდა ძალიან საინტერესოა ყველამ დაიმახსოვრეთ, როცა ვინმეს ემშვიდოდებოდა ეტყოდა შეხვედრამდე სამოთხეში, აბა, ვთქვათ – შეხვედრამდე სამოთხეში” – აღნიშნა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა.