ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით 23-წლამდე ნაკრების წევრები ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან ბექა მამუკაშვილი (77 კგ) გააგრძელებს.
ქავჟარაძემ საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა რუსი ვალიტოვი და ფინალში ირანელ დალხანის შეხვდება.
ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო გურამ ხეცურიანმა რომელთაგანაც აღსანიშნავია რუს მარგარიანთან გამარჯვება პირველივე წრეში, ფინალში ხეცურიანი უკრაინელ ნოვიკოვს შეერკინება.
ზვიად პატარიძე ფინალამდე სამი მეტოქე იოლად ჩამოიშორა, ქუთაისელი მძიმეწონოსანი 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და ხვალ მეშვიდე მსოფლიო ოქროს მედალს შეუტევს _ მისი მეტოქე ირანელი იოსოფ იაჰმადჩალი იქნება.
შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.