საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს. ცუდი ამინდის გამო შეზღუდვები დაწესდა გზებზე.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უშგული-ლასდილას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.