ახლახან ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ოზურგეთელი, დავით შემოქმედელი (ტაკიძე) ქართულ-ებრაული კულტურული ურთერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი დამსახურებისთვის, ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების საზოგადოების საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.
ბატონი დავითი ამ ნაბიჯს ქათველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის ღირსეულ გაგრძელებად მიიჩნევს.
_ ძალიან გახარებული ვარ, უდიდეს მადლობას ვუხდი ისრაელში მცხოვრებ ქართულ-ებრაელ კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებს ჩემი ასეთი დაფასებისათვის! _ ამბობს დავით შემოქმედელი.
„გურია ნიუსი“, მშობლიური შემოქმედის მცხოვრებლებთან ერთად, ულოცავს ბატონ დავითს საპატიო წოდებას და უსურვებს ბევრ წარმატებას.