მაშველებმა ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილი ორი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდები მდინარის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა, ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით უვნებლად გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.