სტამბოლში ავტობუსის მძღოლი ავარიის შემდეგ მგზავრებს თავს დაესხა.
როგორც Anadolu იუწყება, საქალაქო ავტობუსი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა, რის შემდეგაც, მძღოლი დანით თავს დაესხა მგზავრებს, მოკლა 1 და დაჭრა 12 ადამიანი, რომლებიც მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვის საშუალებას არ აძლევდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია. ის პოლიციამ ზღვაში გადახტომის შემდეგ დააკავა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.