1- 3 ნოემბერს თბილისში, ტაეკვანდოში საქართველოს ღია პირველობაზე, ორასი სპორტსმენი მონაწილებდა, მათ შორის ასპარეზობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენები. მათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, მოიპოვეს სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი.
ესენია: ანდრია მჟავია – 9 წლის 25 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; გურამ დავითაძე – 11 წლის, 30 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; სოფიკო დიასამიძე – 16 წლის 25 კგ. წონითი კატეგორია – I ადგილი; მარიამ მაჭარაშვილი – 16 წლის, 55კგ. წონითი კატეგორია – II ადგილი; სპორტსმენები ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად მწვრთნელებმა: ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.
_ ჩვენ მუდამ გამარჯვებისთვის ვართ მოტივირებული და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, _ გვითხრა ტაეკვონდოს უდიდესმა ტრფიალმა და არაერთი გამარჯვების ავტორმა , ოზურგეთელმა მწვრთნელმა ირაკლი ტუღუშმა.