სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა.
“დღეს მე წავიკითხე სახარება… მე კი წავიკითხე, მაგრამ თქვენ თუ გესმოდათ. აი, აქ ვლაპარაკობ, იქეთ კი ქაქანობენ. რას ლაპარაკობენ ჩემზე უკეთესს?!“ _ ამბობს ქადაგების დროს სასულიერო პირი.
“სიმართლეს ლაპარაკობს…მაგრამ ვერ გადმოსცემს იმ ენაზე, როგორიც მისაღებია.გლეხურად და ცოტა უხეშად გადმოსცემს სათქმელს“; “რა ქართულით საუბრობს, რა არის ეს! ან ენას სცეს პატივი, ან მამულს, ან სარწმუნოებას, ან ჩვენ ისტორიას, ან კულტურას! ამის მოსასმენად რატომ უნდა წახვიდე ეკლესიაში, ან რას მოისმენს მრევლი აზრიანს!“ “ვინც აკრიტიკებთ, ერთი მითხარით, რა არ მოგეწონათ ამ ადამიანის საუბარში? იქნებ სიმართლე არ მოგწონთ?!“ “ვინაა ეს მამაო და სადაა, რომელ ეკლესიაში? მთვრალია, ალბათ, და ლაპარაკობს ასე ყანურად, როგორც იცის. რა ქნას თუ მეტი განათლება არ მიუღია? მაპატიე უფალო, მაგრამ ასეთ ადამიანს მრევლთან რა ხელი აქვს?“ “ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხეთ. თქვენ რომ იცოდეთ, ეს მამაო ვინაა და როგორია, არ შესცოდავდით. ასეთი მართალი, ნეტავ, ბევრი ჰყავდეს ეკლესიას“, _ წერენ სოციალურ ქსელში.