ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლიდან ცხრა პენსიონერი მასწავლებელი გააცილეს.
სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ღირსეულ პედაგოგებს: ციური ქავჟარაძეს, მადონა ღლონტს, მანანა ბელეშაძეს, ნინო არავიაშვილს, გულიკო ხაბეიშვილს, ვარდო მამინაიშვილს, მზია ღლონტს, ლელი მამულაიშვილს და მამია მესხიძეს უამრავი თბილი სიტყვა უთხრეს, მოგონებებში გააცოცხლეს მათი მოღვაწეობის წლები.
შემდეგ კი, შემოქმედებითი ჟესტით _ ქართული ლექსითა და ქართული ცეკვით, გურული იუმორით შეზავებული სახალისო მოგონებებით მიეფერნენ.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.