AJC-ს ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეკრანთან დროის დიდი ხნით გატარება ბავშვების ტვინში ცვლილებებს იწვევს.
მეცნიერების მტკიცებით, ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან ექიმის მიერ რეკომენდირებულ დროსთან შედარებით მეტს ატარებენ, ტვინის შიდა საკომუნიკაციო ქსელი უზიანდებათ, რაც კოგნიტური ფუნქციის და მეტყველების პრობლემებით ვლინდება.
მკვლევარები ჯერ ვერ ამბობენ, ზუსტად ეკრანთან გატარებული დრო უქმნის თუ არა ნეიროგანვითარებას საფრთხეს, მაგრამ ამბობენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებაა საჭირო.
კვლევა კვლავ ბადებს შეკითხვებს იმის შესახებ თუ რამდენი დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან, რომ უსაფრთხოდ იყვნენ.
ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით:
_ 18 თვემდე ბავშვებმა ეკრანთან დრო მხოლოდ ვიდეო საუბრის დროს უნდა გაატარონ;
_ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა მხოლოდ ერთი საათი,
_ ოჯახებმა უნდა დაადგინონ ეკრანის გარეშე საქმიანობა,
_ მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა მოიხმარონ მედია, რომ შეძლონ იმის უზრუნველყოფა, რას უყურებენ ისინი.