ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მოსკოვის გამზირზე.
ავტომობილი, რომელშიც 2 მამაკაცი იჯდა ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა მგზავრი, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.