იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.
აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:
- აქციების ორგანიზატორებს – მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;
- სამართალდამცავ უწყებას – განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;
ქარტიის საბჭო, ასევე, მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეიჯით, ჟილეტით და ა.შ.), რათა სამართალდამცავებმა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლონ მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება”, _ ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.