ეუთოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში ჯარის გაყვანა შაბათს დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები შეთანხმდნენ, რომ ჯარების გაყვანა ეტაპობრივად მოხდება და პროცესი ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, შეიძლება გზა გაუხსნას უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთს და გერმანის შორის დონბასის კონფლიქტის შესახებ სამიტის ჩატარებას.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა აცხადებს, ჯარების გაყვანა ნიშნავს, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა სამიტის ჩასატარებლად.