„ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას,რომლებიც მის სიახლოვეს არავის უნახავს. უფრო სერიოზულად კი ეს არსება ყველაფერში ურცხვი ცრუპენტელაა.კარის მეზობელი მაინც არ იყოს,ერეკლეს მოედანზე. ჩემს თვალწინ ყიდიდა პარფიუმერიას, შემდგომ მოსკოვიდან ჩამოტანილ ავეჯს, უფრო მეტიც, მეზობლის გაყიდვაში დამხმარე ქალბატონებს შეპირებულ 50 მანეთს ხშირად არ აძლევდა, რის გამოც, ისინი დასახმარებლად მე მომმართავდნენ. აღარაფერს ვამბობ ბოროტ ხმებზე, რომ ნარკოტიკებსაც ყიდიდა უბანში. ეტყობა მაშინ მოუვიდა აზრად საქართველო ნარკოპლანტაციად ექცია. რისი მომამზადებელია არ გადამრიოთ. დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ“,_ამ სტატუსით ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვლის ინტერვიუს.
ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ფიზიკა-მათემათიკაში ამზადებდა აბიტურიენტებს და ამით ცხოვრობდა.