ქალაქ ოზურგეთში, გამსახურდიას #11-სში რუსი მშენებელი-ინჟინერის ვალერიან ჩეხოვის აშენებული სახლი დღესაც დგას. თითქმის, ერთ საუკუნის წინ აშენებულ სახლში ახლა ხავთასების ოჯახი ცხოვრობს.
ვალერიან ჩეხოვს არაერთ შენობა აუგია ოზურგეთში. ცოლად თავადის ქალი, კაკი ნაკაშიძე ყავდა. ორივე ოზურგეთის კოლორიტი იყო.
კაკი ნაკაშიძე გინეკოლოგი იყო და სახლში იღებდა პაციენტებს.
“გურია ნიუსი“, ვალერიან ჩეხოვის და კაკი ნაკაშიძის შესახებ, ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.