„ჩაბიას ტახტის“ სახელით არის ცნობილი, მასიური ქვის ფილის მაგიდა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ერთ -ერთი სახლის ეზოში დგას.
ოჯახის პატრონი, ნიკო შავიშვილი და მისი მეუღლე მარია სურგულაძე, დიდი ხანია, გარდაიცვალნენ. ქვის ფილა საკმაოდ დიდია და ეყრდნობა მიწაში ჩასობილ ქვის ოთხ დაბალ სვეტს.
მასზე შემორჩენილია წარწერა „ეს ქ..ე….ყენა გგი ჩაბია. შე…ნდე ღმთო“ (ეს ქვა დააყენა გიორგი ჩაბიამ, შეუნდე ღმერთო).
ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს ჭანიეთი 1873 წელს მოუნახულებია და აღწერილი აქვს ეს მასიური ქვის ფილა. თუმცა, ადგილობრივები დღემდე არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ „ჩაბია“ გვარია.
_ ასეთი გვარი აქ არასდროს ყოფილა, ეს ადaამიანის სახელი უნდა იყოს ან მეტსახელი, _ ვარაუდობენ ჭანიეთელი უხუცესები.