BBC-ის ინფორმაციით, ბოლივიის პრეზიდენტმა 14 წლიანი მმართველობის შემდეგ პროტესტის ფონზე თანამდებობა დატოვა.
თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ.
საპროტესტო აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა, 3 კი დაიღუპა.
დემონსტრანტები მორალესს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.