“ეს აღვირახსნილი თავხედი, ეს სულითვაჭარი, ეს მადლითვაჭარი, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, არის სახადი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიხადოთ. ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთ ლიბერალს ატკინო, იმდენად ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანურია, რომ მეც კი, ვისაც შურისმგებელი ღვთისა არ მჯერა, მსურს ის ჯერ გამოვიგონო და შემდეგ ვიწამო,”- წერს სოციალურ ქსელში, “ტაბულას” რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე მიტროპოლიტ საბაზე.
“მიტროპოლიტ საბას ცინიკური, აგდებული და თავგასული კომენტარები, სხვას არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს შური იძიოს ყველა მოქალაქეზე, რომელიც ვერ დაიმონა. ეს აღვირახსნილი თავხედი, ეს სულითვაჭარი, ეს მადლითვაჭარი, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, არის სახადი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიხადოთ. ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთ ლიბერალს ატკინო, იმდენად ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანურია, რომ მეც კი, ვისაც შურისმგებელი ღვთისა არ მჯერა, მსურს ის ჯერ გამოვიგონო და შემდეგ ვიწამო.
ყველა, ვისაც თავი აქვს და არა წვერის გაგრძელება, ხვდება, რომ ბიბლიური თავისუფლების წევრობა ადამიანს არ განაშორებს ეკლესიისგან – ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ეს ორგანიზაცია საკუთარ რელიგიურობას ამტკიცებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, იმის მისაღწევად, რა პრივილეგიითაც მიტროპოლიტი საბა და საპატრიარქოს სხვა ანაფორიანები სარგებლობენ. იმის მისაღწევად, რაც ადამიანს უზღუდავს ღვთივბოძებულ თავისუფლებას.
კანონში ხვრელის პოვნა განდგომა და აპოსტასია არ არის, განდგომა და აპოსტასია ის არის, რასაც საქართველოს ეკლესიის ამბიონებიდან ქადაგებენ. წვრილმანი თეოლოგიური ვიშვიში (რომლის ადგილიც აკადემიაშია) უნდა ჩამოემხოს მგლოვიარე დედის ფერხთით, რადგან არა კაცი შაბათისთვის, არამედ შაბათი კაცისათვის.
წესის არაგების არავითარი საფუძველი არ არსებობს და, რომც არსებობდეს, მიტროპოლიტი საბა ხელს უნდა იკვნეტდეს ტირილით, რომ ადამიანის არჩევანმა მას ხელფეხი შეუკრა, იმ ეკლესიაში აღესრულებინა მიცვალების წესი, რომლის წევრობაზეც ამ ადამიანმა ნებით თქვა უარი. მოკვნეტილი თითების ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ სარკაზმსა და ნიშნის მოგებას.
წესი აუგეთ, ვირიშვილებო!“-აცხადებს ლევან სუთიძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედაში ავტოავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას ვერ კრძალავენ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს, იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო და მას ამის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა.
“გირჩის“ განცხადებით, ეს მოწმობა უკვე გაუქმებულია.