საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია დააფიქსირა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა.
“მთავარი არხის“ სიუჟეტში ის შეურაცხყოფას აყენებს მედიის წარმომადგენლებს.
“დღეს, რომ გამოვიკვლიოთ ჩვენ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდ და აგრეთვე პროპორციულში, 99%-ი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს – იმიტომ, რომ ვერ ერკვევა, ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მათ ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე სისტემის და მერე გადაწყდება ეს საკითხი. მორჩა”, _ თქვა ოქრიაშვილმა.
ის დარწმუნებულია მის სიტყვებში და ასევე ამბობს: “ზუსტად ვიცი, რა იცის და რა არ იცის ჩემმა ხალხმა. ხალხმა კი არა მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, მინდა გითხრა.“ _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კახა ოქრიაშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მის გუნდშიც არიან თუ არა, ვინც არ იცის მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის განსხვავება, დეპუტატი ასე პასუხობს:
“დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავს. ასე რომ, პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებე”.