ოზურგეთში, “ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციური პარტიის წევრებს ბოქლომის დადება უნდოდათ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს კარებზე, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ. დაპირისპირება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.