ამ წუთებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც დილიდანვე ბევრი სამართალდამცავი იყო მობილიზებული.
აქციის მონაწილეები მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ოფისის კარების დაბოქლომებს აპირებდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
საკრებულოს წევრმა “ევროპული საქართველოდან” ირაკლი მარშანიშვილმა შეძლო შენობაში შესვლა და მაჟორიტარის კარების დალუქვა სცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და დაბოქლომების საშუალება არ მისცეს, რასაც გაწევ-გამოწევა და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა შენობის შესასველთა ბიძინა ივანიშვილის პალაკატები გამოფინეს წარწერებით _ “დალუქულია” და “გადამგდებია”.