პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცემა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას სცდილობენ, რაც მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება.
შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ სამწუხაროდ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1 წლის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, 2024 წელს რჩება და არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში. ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას.
მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავინ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭვირვალედ . ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს.
მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა , რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს, სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია. შესაბამისად პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.