ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან.
აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს.
ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს კარებს.