შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მცხეთაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ცნობისთვის, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღეს მცხეთაშიც გამართა, სადაც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქისთვის ბოქლომის დადებას და სტიკერების დაკვრას აპირებდნენ, თუმცა, თუმცა, აქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაში გადაზარდა.
დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი დააკავეს, მაგრამ გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს.
საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.