ამ წუთებში ხმაურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
ორგანიზაცია “გაბედე” ცდილობს, სუს-ის შესასვლელის გადაკეტვას. თუმცა, ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია სუსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი ოთარ ბექაურია.
სუს-თან შეკრებილი ადამიანები დაკავებული წევრის გასათავისუფლებად 10 წუთს იძლევიან და ამბობენ, რომ თუ 10 წუთში მათ ლილუაშვილი არ შეხვდებათ ვაჟა ფშაველას გადაკეტავენ.