Euronews-ის ინფორმაციით, ოდესა, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, რომელსაც ნავთობპროდუქტი გადაჰქონდა ავარია განიცადა, რის შედეგადაც, წყალში ნავთობპროდუქტი იღვრება.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება, რომლის დროსაც, გეს ღუზა მოწყდა, დინებამ კი ის ნაპირამდე მიიყვანა.
როგორც ცნობილია, ნავთობპროდუქტის შემცველობამ წყალში ნორმას უკვე 50-ჯერ გადააჭარბა, თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ნავთობი და საწვავი არ იყო.
ტანკერზე ეკიპაჟის წევრი უკრაინის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მაგრამ ისინი გემის დატოვებაზე უარს დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რის გამოც, მაშველებმა მათი ევაკუაცია ძალით განახორციელეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, გემის კაპიტანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.