ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის კლუბში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა და ფიქრობენ, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. მათი თქმით, საფრთხეშია მეზობლად მდებარე სახლებიც.
სოფელი ზოტი ადმინისტრაციული ცენტრიდან შორს მდებარეობს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა ხანძრის ადგილზე ჯერ არ მისულა.