ბოლო ადგილს ყველაზე მძიმე ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში იკავებენ მამაკაცი – ქალწულები. ქალწულებს ბევრი უკიდურესი თვისება აქვთ.
მათი განსაკუთრებული გონივრული ნიჭი ესაზღვრება მომაბეზრებლობას, თვითკრიტიკულობა – არასრულყოფილობის კომპლექსს, ერთგულება – პათოლოგიურ ეჭვიანობას, მოთმინება – გაბუტვის უკიდურეს დონეს. ასეთ პარტნიორთან საერთოდ ვერავინ იცხოვრებდა, რომ არა მისი პრაგმატიზმი და უნარი შეარბილოს წვეტიანი კუთხეები მწვავე კრიტიკულ სიტუაციებში.
მესამე ადგილს იკავებენ მამაკაცი თხის რქები. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ურთიერთობების დამყარება ქალთმოძულესთან. სწორედ ასეთი რეპუტაცია შეექმნა ბევრ მამაკაც-თხის რქას. რა თქმა უნდა, ისინი ქმნიან ოჯახს, მაგრამ იკავებენ მასში ზედამხედველის ან ტირანის როლს. ისინი არ არიან მზად დაუთმონ, წავიდნენ კომპრომისზე. თხის რქები ძუნწები არიან ქებასა და კომპლიმენტებზე, მაგრამ კრიტიკაში პირველები არიან. თვითონ კი ქრონიკულად ვერ იტანენ კრიტიკას და დააქვთ საკუთარი თავმოყვარეობა, როგორც ყველაზე დიდი ფასეულობა.
“ვერცხლი“ ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშნების სიაში ერგოთ მამაკაცს მერწყულებს. ისინი მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ქორწინდებიან, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, ცხოვრობენ და წვალობენ, და გვერდით მყოფ მეუღლესაც აწვალებენ. ოჯახში ისინი არა მხოლოდ ლიდერის პოზიციას იკავებენ, არამედ მიყავთ ურთიერთობები ტირანიამდე. არ არის გასაკვირი, რომ მერწყულთა შორის განქორწინების ყველაზე დიდი პროცენტია. მერწყული ჯერ მიიყვანს საკუთარ პარტნიორს ნერვულ გამოფიტვამდე, შემდეგ კი მოითხოვს განქორწინებას, მტკიცებით რომ ჩაგრავენ და აღარ შეუძლია ამ შეურაცხყოფის მოთმენა.
პირველობა დამსახურებულად ერგოთ მამაკაც კირჩხიბებს. ერთი შეხედვით გგონია, რომ კირჩხიბები – ყველაზე მეოჯახე, კეთილსინდისიერი და ერთგული პარტნიორები არიან. შეიძლება ასეც არის, თუ ამ ნიშნის ქვეშ იბადება ქალი. მამაკაც კირჩხიბებს კი კატეგორიულად არ უნდათ ატარონ პასუხისმგებლობის ტვირთი ოჯახზე. მათ არ შეუძლიათ სიძნელეების გადალახვა, ამიტომაც ბავშვობიდან ისწავლეს პასუხისმგებლობის გადატანა სხვებზე. სწორედ კირჩხიბებს შორის არიან ყველაზე მეტი ალფონსები, ცოლის მონები და დედიკოს ბიჭები.