ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
26 ნოემბერს, 15:30 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში (მის: ქალაქი ოზურგეთი, გ. ჭანტურიას #1)
საჯარო განხილვას მართავს,
რომელსაც ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს ფრაქციები,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი და
მედიის წარმომადგენლები, და ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
საჯარო განხილვაზე ოზურგეთის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს,
საკრებულოს ფრაქციები, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი
მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ საბიუჯეტო ინიციატივებს წარმოადგენენ.
საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლიც დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის,
საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
NDI აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
(R)