“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელს ექნება გამარჯვების რეალური შანსი” , _ აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ უმრავლების სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა გზას გაუხსნის ორგანიზაციულ სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა”, _ განაცხადა კახა კალაძემ.