თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი დაიწყო, თუმცა კალანდია სასამართლოში არ გამოცხადდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში კალანდია ამბობს, რომ ის თავის ადვოკატს ენდობა და პროცესზე დასწრება არ სურს.
უფლებადამცველის ცნობით, საქმეზე, დღემდე 61 მოწმეა გამოკითხული, თუმცა არც ერთის ჩვენებიდან მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ დასტურდება.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.