“გურია ნიუსის” ინფორმაციით, თბილისში გასამართ აქციაზე ოზურგეთიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები წავიდნენ.
“ევროპული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, პარტიის ოფისიდან 12 ადამიანი წავიდა, მთელი დღის განმავლობაში ჯამში 100 ადამიანი დაესწრება აქციას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციიდან 200 ადამიანი წავიდა აქციაზე. აქციას მოგვიანებით შეურთდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან.